ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
"ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული იდეები, ოპონირებას ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები, ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის გამართლებული", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ოპონირება იმ ფორმით, როგორითაც ხდება დღეს საქართველოში, არ არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის გამოვლინება. მისი თქმით, ოპონირების ეს ფორმები, ხშირ შემთხვევაში, დამაზიანებელია ქვეყნის, მათ შორის, მისი ეკონომიკური ინტერესებისთვის.
"ჩვენ ვხედავთ, რომ არის მოწოდებები, მაგალითად, საბოტაჟის, ეკონომიკური პროცესების, გარკვეული ეკონომიკური აქტივობების პარალიზების, ასევე სანქცირების - რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი არამხოლოდ მოწოდება, არამედ ქმედება, კამპანია დამაზიანებელია და რეპუტაციულად ქმნის სხვადსხვა რისკს, მათ შორის, განწყობას და ეკონომიკას ვნებს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია, ამიტომ, მისი მოსაზრებით, ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, როგორც პოლიტიკურ ჭრილში იყოს პროცესები მაქსიმალურად სტაბილური, ასევე გვქონდეს დიალოგი, მათ შორის, ყველა იმ აქტორთან, რომელიც ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია - ეს იქნება კერძო სექტორი, ბიზნესი, საერთაშორისო ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და თუ სხვა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკაში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი და თანმიდევრული განვითარების ტემპი არ შენელდე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.