შეჩერდით! თავი დაგვანებეთ!... დღეს, უბინძურესი კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო. გეგმა ხელის გულზეა! - ვატო შაქარიშვილი

shaqarashvili

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება! დღეს, უბინძურესი კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო. გეგმა ხელის გულზეა! ჯერ გავრცელდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის “ინფორმაცია” თითქოს, საქართველოს გავლით კონტრაბანდის სახით რუსეთს მიეწოდება საბრძოლო დანიშნულების ნივთები… ამას მოჰყვა უკრაინის ვიცეპრემიერის ჩართვა (გაგიკვირდებათ და) ტვ ფორმულას ეთერში, სადაც უსამართლოდ ამუნათებს ქართველ ხალხს და უსაფუძვლო ბრალდებას უყენებ ქვეყნის ხელისუფლებას!- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიმართვას ავრცელებს.

„შეჩერდით! თავი დაგვანებეთ! თქვენს დანაშაულებრივ შეცდომებს და უპასუხისმგებლობას ჩვენ ვერ გვპატიობთ?! იკმარეთ, რაც თქვენს ქვეყანას დაუშავეთ! (ამაზე თქვენივე ხალხზე მოგიწევთ პასუხის გაცემა). ვერ ჩაგვითრევთ ომში! ცეცხლს არ მოგაკიდებინებთ საქართველოზე! სანამ ასეთ განცხადებებს გააკეთებთ, კარგად გაიხსენეთ ვის მიმართავთ!!! ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც უკრაინელი ხალხის გაჭირვება, საკუთარ გაჭირვებად გავიხადეთ! თქვენი ტკივილით ცხოვრობს საქართველო თვეზე მეტია! ჯერ არნახული მასშტაბის სოლიდარობაა მთლიანად ქვეყანაში - როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის მხრიდან!

საქართველოში, მტრების გულის გასახეთქად მშვიდობაა(სისხლის და დიდი მსხვერპლის ფასად მოპოვებული) და თქვენ ნაღდად არ აგარევინებთ!!!“,- წერს შაქარიშვილი.