უკრაინის ოფიციალური პირები თუ ნაც.მოძრაობის წარმომადგენლების ინფორმაციას ეყრდნობიან, რომელსაც აქ მყოფები და მათ სამსახურებში მოკალათებულები აწვდიან, „კარგად“ ჰქონიათ საქმე - ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

„ამდენი ცილისწამებით და უმადურობით საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ იფუჭებენ ურთიერთობას, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან, რომლის მიერაც არის ეს ხელისუფლება არჩეული! ასე თუ გააგრძელეს და ნაცებს უსმინეს უკრაინელებმა, ომის შემდგომი შედეგი, მათი ტერიტორიის რამდენი პროცენტის ოკუპაციით დასრულდება, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია-თუმცა სულით და გულით მათ ამას არ ვუსურვებ“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინის ანალოგიური თანამდებობის პირები იძახდნენ არაო. ამერიკელები თარიღებსაც ასახელებდნენ, უკრაინელები დამცინავად ამბობდნენ ჩვენც გვყავს დაზვერვა, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებსო. მსოფლიოში ცნობილ დაზვერვის სამსახურებს შორის ამერიკული, რომ მოწინავეა, თავისი როგორც ტექნიკურ-მატერიალურ-ფინანსური საშუალებებით, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებზე, მგონი ეჭვი არავის ეპარება! ამას ემატება, ისიც რომ მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტი ასეთი სახის ინფორმაციას აჟღერებს მას შემდეგ რაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს(CIA), სამხედრო დაზვერვისა(MI) და NATO-ს შესაბამის სამსახურების შეჯერებულ-გადამოწმებულ ინფორმაციას ფლობს. უკრაინის ოფიციალური პირები კი თუ იმას ეყრდნობიან, რა ინფორმაციასაც მათ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, აქ მყოფები და მათ სამსახურებში მოკალათებულები აწვდიან „კარგად“ ჰქონიათ საქმე. ერთია, რომ ამდენი ცილისწამებით და უმადურობით საქართველოს ხელისუფლებასთან კი არ იფუჭებენ ურთიერთობას, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან, რომლის მიერაც არის ეს ხელისუფლება არჩეული! ასე თუ გააგრძელეს და ნაცებს უსმინეს უკრაინელებმა, ომის შემდგომი შედეგი, მათი ტერიტორიის რამდენი პროცენტის ოკუპაციით დასრულდება, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია-თუმცა სულით და გულით მათ ამას არ ვუსურვებ. ისე, წარსულის მაგალითზე, რაღაც-რაღაცეებს ამერიკელებთანაც თუ გადაამოწმებენ ცუდი არ იქნება! მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ცილისწამებისა და უმადურობისა, გულწრფელად ვუთანაგრძნობ უკრაინელ ხალხს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში“- წერს ნიკოლეიშვილი.