1727955308
„შავი სიის“ შედგენა შანტაჟისა და დაშინების მცდელობაა - გიორგი ხელაშვილი
„შავი სიის“ შედგენა ჩვეულებრივი შანტაჟისა და დაშინების მცდელობაა, პოლიტიკური ხერხი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის 1990-იან და 2000-იან წლებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - თანამედროვე, ცივილიზებული სახელმწიფოსა და პოლიტიკის წესებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის ინიციატორს ყველაფერი „ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდება“.
„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები, უკვე დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საზღვარგარეთ უკვე ყველაფერი გარკვეულია ამ პარტიისა და მისი სხვადასხვა ნაწილის შესახებ. უკვე ქართველმა ხალხმაც ძალიან კარგად დაინახა, თუ ვისთან აქვს საქმე. ასე რომ, ეს „შავი სია“ მათ სახეს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს და არანაირი პოლიტიკური, მით უმეტეს, სამართლებრივი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.
კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული.