Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111
მიხეილ სააკაშვილი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა - „შავი სიების“ წერა კომიკურია, არ გამოვრიცხავ, სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს, - ამის შესახებ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის „შავი სიების“ შექმნის ინიციატივა მის ძალადობრივ ბუნებას მიანიშნებს.
„გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისაკენ მოუწოდებდა, ახლა კი ფაქტობრივად, ნებისმიერ საკითხზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის არათანმიმდევრულობასა და უპასუხისმგებლობაზე. ჩვენ პრობლემას არშექმნაში და არც შექმნაში ვერ ვხედავთ, ერთი რაც ცხადია ის არის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით, თვითონ ოპოზიციის მხრიდან არ აქვს მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული, ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. „ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს საკითხების დაძაბვას, მაგრამ არ გამოსდის, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება თუ არა ეს ფაქტი დარჩება უცვლელი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.