შავი გზებით დაფინანსება სინამდვილეში ნიშნავს შავი საქმეების დაფინანსებას და ეს შავი საქმეები ყოველთვის კონფლიქტში მოდის კეთილშობილ და ჯანსაღ იდეებთან, პროექტებთან და პროცესებთან - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

შავი გზებით დაფინანსება სინამდვილეში ნიშნავს შავი საქმეების დაფინანსებას და ეს შავი საქმეები ყოველთვის კონფლიქტში მოდის კეთილშობილ და ჯანსაღ იდეებთან, პროექტებთან და პროცესებთან, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი „იმედის კვირის“ ექსკლუზივს გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, როგორ გაერთიანდა 22 ე.წ მედია მიმდინარე წლის აგვისტოში, ერთი ქოლგის ქვეშ, რომელიც მოქმედებს მედიის საფარქვეშ და ემსახურება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ.

„სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ევროკომისარი ამბობდა, რომ ისინი ეძებდნენ შავ გზებს იმისთვის, რომ არაკეთილსინდისიერად, სრულიად სხვა მიზნებისთვის მომხდარიყო [საქართველოში] გარკვეული აქტორების დაფინანსება. შავი გზებით დაფინანსება სინამდვილეში ნიშნავს შავი საქმეების დაფინანსებას და ეს შავი საქმეები ყოველთვის კონფლიქტში მოდის კეთილშობილ და ჯანსაღ იდეებთან, პროექტებთან და პროცესებთან. აქაც იგივე მდგომარეობაა ზუსტად, ვინაიდან ესენი [დაფინანსებული მედია] ებრძვიან ჩვენს სუვერენიტეტს, ქართულ დემოკრატიას და ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„იმედის კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტები, გაშიფრული მასშტაბური სქემისა, თუ როგორ მოქმედებენ ონლაინ მედიები ხელოვნური პროტესტის შენარჩუნებისთვის და ამ მიზნის მისაღწევად როგორ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, საკუთარი ვებგვერდების, სოციალური ქსელების თუ სხვა მედიასაშუალებების გამოყენებით.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სასურველი ფარული გავლენის კამპანიების და სხვა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო ღონისძიებისთვის, „ჯიპას უნივერსიტეტის’’ ჩართულობით საქართველოში შექმნილია 800-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი, ონლაინ-მედიებისა და ე.წ გამომძიებელი ჟურნალისტებისგან შემდგარი ქსელი. ისინი სპეცსამსახურების დამუშავებული გეგმის მიხედვით ფუნქციონირებენ.