ისრაელმა „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსის ლიკვიდაცია დაადასტურა

ისრაელმა „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსის ლიკვიდაცია დაადასტურა

ისრაელის პრემიერ მინისტრი ლიბანში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსის ჰაითამ ალი ტაბატაბაის ლიკვიდაციას ადასტურებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის ცივსისხლიანი მკვლელი იყო, რომელიც ისრაელისა და ამერიკის მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილეობდა და ბოლო დროს „ჰეზბოლას“ შეიარაღების კამპანიას ხელმძღვანელობდა.

„ცაჰალმა“ ბეირუთზე დარტყმა კვირას განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 28 ადამიანი.