იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე იმყოფება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესში ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გაეწია შესაბამისი დახმარება. ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა გრძელდება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი უწყებაში 4 ოქტიმბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხმის ნიმუშის აღების მიზნით, მოწმის სახით არის დაბარებული.
შესვლამდე ახალაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდება, დასამალი არაფერი აქვს, პროცესებში ჩართული არ ყოფილა, 4 ოქტომბერი კი, მისი შეფასებით, მშვიდობიანი აჯანების დღე იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამნაშავეებს გამოძიება გამოავლენს, თუმცა ის, რომ ბაჩო ახალაია იყო ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯების მონაწილე, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა, ამას საზოგადოება კარგად ხედავს.