ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1773259156
მეწყერი და მოსახლეობის ევაკუაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ტერიტორიიდან ევაკუირებული მოსახლეობა საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
"სოფელ კურსებში, კერძოდ ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, გამთენიისას, დაინგრა ხუთი სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, მოქალაქეების საცხოვრისით, მოვახდენთ მათ გაყვანას სასტუმროებში.
ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას. საბედნიეროდ, დაშავებული და გარდაცვლილი არ გვყავს", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.