შალვა პაპუაშვილი: უნგრეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთმხარდაჭერა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს

შალვა პაპუაშვილი

უნგრეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთმხარდაჭერა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის დროს.

პარლამენტის თავმდოჯომარის თქმით, საქართველოს უნგრეთის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყო სამართლიანი, დაფუძნებული ფაქტებზე, შედეგებზე, მიღწევებზე,

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მათ შორის პირისპირ შეხვედრა პრემიერ ორბანთან. ჩვენი შეხვედრის მთავარი სულისკვეთება იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა დღეს ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს. დღეს ზუსტად, ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა, სადაც უნგრეთის წარმომადგენელმა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა იმ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით მიიღეს. ამ მხრივ ჩვენ უნგრეთის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყო სამართლიანი, დაფუძნებული ფაქტებზე, შედეგებზე, მიღწევებზე და არა სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების მცდელობებზე, რომ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდი.

ვნახეთ წინა საარჩევნოდ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართულები უკანონოდ, საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ამას რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვს. ეს არის ქცევა, რომელსაც თითქოს, სიტყვით ისინი ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უნგრეთის, საქართველოს ხელისუფლებები, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, იზიარებენ აბსოლუტურად ერთსა და იმავე ღირებულებებს.