პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენი ერისთვის და კულტურისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეცნიერული გამოკვლევებითაც მტკიცდება და ახლა უკვე UNESCO-მაც დაადასტურა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო.
„ხორბლის კულტურის ისეთ სახეობები, რომლებიც ევოლუციურად ახლოს დგანან ხორბლის ველურ სახეობებთან, შემონახულია მხოლოდ საქართველოში, ასეთებია: ზანდური, კოლხური ასლი, მახა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა, რაც შეადგენს ხორბლის კულტურულ სახეობათა 70%-ს. მათ შორის ხუთი არის ენდემური სახეობა. ამას ემატება ის ფაქტიც რომ საქართველოში აღმოჩენილია ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულით თარიღდება, რითაც დასტურდება რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად ჩვენს ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა-მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც თავისი შრომით ხელი შეუწყო ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას.
„მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტს, კულტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებს, ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო კვლევა/ძიების პროცესში. ჩატარდა ბევრი კვლევა, რომელიც ეხება არა მხოლოდ თავად ხორბლის კულტურას, არამედ მის გარშემო არსებულ ტრადიციებს, მათ შორის პურის ცხობის ტრადიციას, რაც საბოლო ჯამში, დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატებით, რაც რა თქმა უნდა, საამაყო საქმეა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.