შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და მოლდოვას შორის ერთადერთი სხვაობაა - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს. ის, რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, ეს არის მათ შორის ბრიუსელის ბრალეულობა

 შალვა პაპუაშვილი

ის, რაც დღეს მოლდოვას ეკონომიკურად სჭირს, ეს არის მათ შორის ბრიუსელის ბრალეულობა, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, 2021 წელს მოლდოვას ჰქონდა საქართველოზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2022 წელში ჰქონდათ მინუს 5% და ამის შემდეგ ნულის გარეშე ტრიალებენ.

„2021 წელს, საქართველოს უსწრებდა ეკონომიკური ზრდის ტემპით და ამის შემდეგ საქართველომ შეინარჩუნა 10, 9, 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო მოლდოვა ნულის გარშემო ტრიალებს.

საქართველოსა და მოლდოვას შორის ერთადერთი სხვაობაა - მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს და საქართველომ არ დაუჯერა ბრიუსელს იმ ყურში ჩაჩურჩულებებში, რომ საქართველო, საკუთარი ხალხის დაზიანებების ხარჯზე ჩაბმულიყო რუსეთის მიმართ ცეცხლის რკალის შექმნის ორმხრივი სანქციების დაწესების პროცესში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.