„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, სამცხე- ჯავახეთში , N2 „ახალციხის“ სამმართველოს, N9 სექტორი "სამება" სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს სასაზღვრო პუნქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, სოზარ სუბარი, ელისო ბოლქვაძე, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი იმყოფებიან.