25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1734351750
იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად არ ვნახავთ პრაქტიკაში რეალიზებულ გამონათქვამს, რომ ვიღაც საკუთარ სკამს ჩაებღაუჭა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის გეგმა, რადგან ისინი არ აღიარებენ არც პარლამენტის და არც პრეზიდენტის არჩევნებს.
„იმედი მაქვს, რომ ისტორიაში პირველად არ ვნახავთ პრაქტიკაში რეალიზებულ გამონათქვამს, რომ ვიღაც საკუთარ სკამს ჩაებღაუჭა. ამ სურათს თუ დაგვანახებს როგორ ებღაუჭება თავის სავარძელს, ალბათ ერთს გავიცინებთ ქართველები და გავაგრძელებთ ჩვენს დიდ ისტორიას. ოპოზიციის გეგმაა მტრობა და სიძულვილი. ეს აქციები იკვებება სიძულვილისგან. ჩანდა ევროპის სახელით როგორ უვარდებიან სასულიერო პირს, სადაც დედას მიუვარდნენ, კარგად ხედავდნენ ევროპის სახელით როგორ ესროდნენ ქვებს. როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მათ არ აქვთ ღირებულებითი საფუძველი. განსაკუთრებულ ექსტაზში ვარდებიან, როცა გარედან ვინმე შეაქებს, ან საქართველოს გარედან დაძრახავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.