„დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, მაღალია მოულოდნელი უსიამოვნებებისა და სირთულეების წარმოქმნის ალბათობა“ - ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგია

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია. მაღალია მოულოდნელი უსიამოვნებებისა და სირთულეების წარმოქმნის ალბათობა. მოიმატებს აგრესია და გაღიზიანება, გაძლიერდება კონფლიქტების და დაპირისპირებების წამოწყების სურვილი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მიჰყვეთ დინებას და შეასრულოთ მხოლოდ ყოველდღიური, რუტინული საქმე. მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება სიტუაცია 18 დეკემბრიდან, როცა მოიმატებს ურთიერთგაგება და ადამიანებიც ბევრად მარტივად შეძლებენ  საერთო ენის მოძიებას.

ვერძი – შემოქმედებითი კრიზისის კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ სასურველი შედეგის მიღება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რათა თავი დააღწიოთ ოჯახის წევრებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტს. არაა გამორიცხული ჩაიშალოს პროექტები, რომელთაც დიდხანს გეგმავდით და სწორედ მათ განხორციელებაზე ამყარებდით იმედებს. დაუფიქრდით საკუთარ ქცევას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ შეცდომების მიზეზების მოძიებას.

კურო – ფინანსური პრობლემების კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები კვირის მეორე ნახევრისთვის, როცა ბევრად გამარტივდება პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

ტყუპები –  რთული და დაძაბული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება და მოვლენების საღი გონებით შეფასება. თავი შეიკავეთ  სხვათა კრიტიკისა და ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმისგან, რადგან ბევრს გააღიზიანებს თქვენი პირდაპირობა. არ ღირს უპასუხისმგებლობის გამოჩენა საკუთარი ვალდებულებების მიმართ, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივად გამონახავთ საერთო ენას ადამიანებთან და ურთიერთობაც ბევრად კონსტრუქციული იქნება.

კირჩხიბი  – კონფლიქტების კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების მოძიება, რაც კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდება. არ ღირს გაჯიუტება და საკუთარი სიმართლის დაჩემება, უმჯობესია მოისმინოთ სხვათა აზრი და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. მართალია, მოგინდებათ ძველი გეგმების განხორციელება და სურვილების ასრულება, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. მეტიც, არაა გამორიცხული სერიოზულად იზარალოთ ფინანსურად. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ გააზრებულად მოქმედებას და ოპონენტებისთვის წონადი არგუმენტების წაყენებას.

 

ლომი – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით კოლეგებთან საერთო ენის მოძიება და სასურველი შედეგის მიღწევა. მოერიდეთ კონფლიქტებში ჩაბმას და სიტუაციის მეტად დაძაბვას, უმჯობესია დათმოთ, რადგან თქვენი სიმართლე ნაკლებად იქნება სხვებისთვის საინტერესო. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა სრულად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

ქალწული – მეტად დაძაბული კვირაა, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, არასტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. ოჯახსა და სამსახურში კონფლიქტების მიუხედავად, მაინც არ ღირს გაღიზიანება და აგრესიის გამოვლენა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას. შედარებით მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ მოვლენების საღი გონებით შეფასებას და ლოგიკური დასკვნების გაკეთებას.

 

სასწორი – რთული კვირაა, რადგან მიუხედავად გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გაგიჭირდებათ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების გადაჭრა. არ ღირს გაღიზიანება, დაუფიქრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, უმჯობესია საღი გონებით შეაფასოთ მოვლენები და იმოქმედოთ შესაბამისად. შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და საკამათო საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას.

მორიელი – საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ მოულოდნელი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა, რაც არ მოგცემთ მანამდე დასახული გეგმების განხორციელების საშუალებას. სირთულეებია მოსალოდნელი პროფესიულ სფეროშიც, რაც თქვენივე ბრალი იქნება, რადგან არაობიექტურად შეაფასებთ არსებულ სიტუაციას. მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკას და კონფლიქტზე პროვოცირებას, რათა მეტად არ დაძაბოთ ისედაც რთული სიტუაცია. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისგან, აუცილებლობის შემთხვევაში კი ეცადეთ კვირის მეორე ნახევარში გააკეთოთ მსხვილი საყიდლები.

მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას. თუმცა, საერთო ნეგატიური მოვლენების ფონზე თქვენც შეგექმნებათ გარკვეული დისკომფორტი. არაა გამორიცხული სხვათა მიერ შეცდომაში შეყვანილი სერიოზულ გაუგებრობაში გაებათ, საიდანაც ძალიან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

თხის რქა – წლის მანძილზე ერთ-ერთი ურთულესი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება და საქმეზე კონცენტრირება, რაც სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე მოშურნეებისა და თქვენს მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საღი გონებით შეაფასებთ მოვლენებს და გაერკვევით პრობლემების მიზეზებში.

 

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ გაგიჭირდებათ დასახული მიზნების განხორციელება. გამოიჩინეთ სიფრთხილე ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას. უკმაყოფილების მიუხედავად, არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა, რადგან მაინც ვერ შეძლებთ სიმართლის დამტკიცებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიხდეთ ფინანსური პრობლემების გადაჭრა, ძველი ვალების გადახდა ან დაუგეგმავი ხარჯის გაწევა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ შეცდომების გააზრებას და ნაწილობრივ გამოსწორებას.

თევზები – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგიწევთ კოლეგებისა და ხელმძღვანელების კრიტიკის მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება და აგრესიის გამოვლენა, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათ დარწმუნებას, თავად კი, ზედმეტად შეიქმნით პრობლემებს. არ ღირს გაჯიუტება, იმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად, რათა მარტივად შეძლოთ არსებულ პირობებთან ადაპტირება.

გეომაგნიტური დღეები – 17, 19 და 22 დეკემბერი.