სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები განსაზღვრა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, კომისიას პარლამენტის სრული მხარდაჭერა აქვს.
„ვაპირებთ მთავრობის კომისიასთანაც კონტაქტს იმისთვის, გავერკვეთ ფასების წარმოქმნაში რას რა წილი აქვს, რა რატომ ხდება, სად არის რეგულაციის გამოწვევები, პრაქტიკის გამოწვევები, სად არის არასწორი და ჭარბი მიღების სურვილი, სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და სად არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. ეს ცალ-ცალკე არ არის. ამ ბიზნესს მისი სოციალური პასუხისმგებლობაც აქვს. როდესაც ბიზნესს სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან შექმნილი აქვს კომფორტი, რომ მოგება მიიღოს, მას, ამ კომფორტთან ერთად მიჰყვება მისი სოციალური პასუხისმგებლობაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.