სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
აშშ-ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში საკმაოდ გამწვავებულია, გარკვეული თემებია, რაც ზედაპირზე დევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის დაუსვეს კითხვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
როგორც გია ვოლსკიმ თქვა, წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებას არათუ ვიზიარებთ, არამედ ამ კრიტიკას საქართველოს მთავრობის კრიტიკა ემთხვევა.
„ამას გარდა სხვა საკითხებიცაა, რომელიც საყურადღებოა. მაგალითად, მაკრონის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე. ისინი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც ჩამორჩნენ იმ პროცესებს, რასაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ანვითარებს. ჩინეთზეც ხედავთ, რომ ევროპელი ლიდერები ჩინეთში ეკონომიკურ თემებზე სასაუბროდ გაემართნენ. კანადისა და მექსიკის ურთიერთობებს გადახედეთ. რასაკვირველია, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია დიდი ძალების შეთანხმება და მოლაპარაკება, რათა საქართველოს ინტერესების რეალიზაცია პოზიტიურ კონტექსტში მოხდეს. პატარა ქვეყნებისთვის ამ დაპირისპირების სივრცეში გადარჩენა ძალიან ძნელია, მაგრამ დღემდე მივაღწიეთ და სტაბილურობას მომავალშიც შევინარჩუნებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.