12:12 - ასტროლოგი რეკომენდაციას აქვეყნებს, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო სურვილების ასასრულებლად
1765521771
ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დემოკრატიის სტანდარტია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველ კვირას ჟურნალისტებთან საათობით დროს რომ ატარებენ და არცერთ კითხვას არ გაურბიან.
„ვინმეს პრეტენზია თუ აქვს, რომ დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელია, კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს. პროპაგანდისტობის იარლიყის მიწებება აჩვენებს, რომ მცდელობა აქვს, კითხვას გაექცეს. ეს აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვაა. დღეს ქართული დემოკრატიის სტანდარტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის. თქვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და სხვა წამყვანი თანამდებობის პირები ყოველ კვირა, ჟურნალისტებთან საათობით დროს ვატარებთ და არცერთ კითხვას არ გავურბივართ. დავთვალე, კვირაში რამდენ საათს ვატარებთ ამ ფორმატში. არცერთი ქვეყანა არ არსებობს და ასეთი სტატისტიკის მქონე დონალდ ტრამპი თუ იქნება, ნებისმიერ სხვა ლიდერს შეხედეთ ევროკავშირში, ვინ ატარებს ამდენ დროს „ჰარდ თოკ“ რეჟიმში, სადაც ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ. ეს ქართული დემოკრატიის სტანდარტია, რომელთანაც როგორც ჩანს, ზოგიერთი ელჩის სტანდარტი ახლოს ვერ მოდის. რაც შეეხება ფიშერს, ჩვენთვის მისი ფაილი დახურულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.