1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი პარტიის წევრს ფროიდისეული წამოცდომა ჰქონდა და თავის თავს არჩეული დეპუტატი უწოდა.
„არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია დაიწყო პირველი სხდომისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.
ჩვენ ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვხედავდით ერთ-ერთი პარტიის წევრმა როგორ უწოდა თავის თავს არჩეული დეპუტატი. ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით და ვნახოთ. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შევხედავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ყველაფერი წინ არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.