1732386875
უკრაინაში დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, უკრაინაში დაჭრილი 25 წლის ქართველი სპარტაკ ლეკიაშვილი, გარდაიცვალა.
ლეკიაშვილი უკვე მეორე წელია, პარალიზებული იყო, დაჭრილმა მხედველობაც დაკარგა და მას საზოგადოების მხარდაჭერით, ექიმები სხვადასხვა სახის მკურნალობას უტარებდნენ.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდა სამკურნალოდ საფრანგეთში იყო გადაყვანილი.
საზოგადოების ჩართულობისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა.
სპარტაკ ლეკიაშვილი 2023 წელს უკრაინაში, ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა. ქართველი მებრძოლი ბახმუტის ბრძოლების დროს, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა