თბილისის 5 გამორჩეული უბანი - სად გვთავაზობს ,,არქი” საცხოვრებელ კომპლექსებს?

თბილისის 5 გამორჩეული უბანი - სად გვთავაზობს ,,არქი” საცხოვრებელ კომპლექსებს?

დედაქალაქის სწრაფი განვითარება, ახალი სავაჭრო და გასართობი ცენტრების გახსნა, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა - ეს ის ფაქტორებია, რაც მშენებარე ბინებს თბილისში სულ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის..

ამ მზარდ ბაზარზე ლიდერი დეველოპერული კომპანია ,,არქი” აქტიურად აგრძელებს ახალი პროექტების განვითარებას. კომპანიას უკვე დასრულებული აქვს 49 წარმატებული პროექტი, რომელთა ჯამური ფართობი მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება.

საინტერესოა, რომ დეველოპერული კომპანია თბილისის ყველაზე პერსპექტიულ და მოთხოვნად უბნებს ფარავს, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. დღეს გაგაცნობთ დედაქალაქის 5 გამორჩეულ უბანს, სადაც კომპანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს.

იდეალური ლოკაციები თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის

საბურთალო თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინონიმად იქცა. უბანი გამოირჩევა საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლით, მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრებითა და რეკრეაციული ზონებით. აქ თავმოყრილია წამყვანი კლინიკები და ბიზნეს ცენტრები, რაც უბანს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის. საბურთალოზე ,,არქი” ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს - "არქი უნივერსს" ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურითა და ბინებს ნუცუბიძეზე პროექტ ,,არქი ნუცუბიძე 2-ის" სახით, რომელიც ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს..

დიღმის ს პოპულარობას კი როგორც კარგად განვითარებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა, ასევე ნაკლებად ურბანული იერსახე განაპირობებს. კომპანია დიღომში სამ მნიშვნელოვან პროექტს ავითარებს: ელიტარულ ,,არქი რივერთაუნს", ,,არქი ხეივანს" და ,,არქი დიღომი 3-ს".

გლდანი-მუხიანის რაიონი ბოლო წლებში განსაკუთრებული განვითარების ტემპით გამოირჩევა. აქ აქტიურად იხსნება ახალი სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და გასართობი სივრცეები. უბანში კარგადაა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, რაც მოსახლეობისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. ,,არქი” ამ უბანში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს - ,,არქი ახმეტელს" და გამწვანებული ეზოთი გამორჩეულ ,,არქი იასამნებს".

ნაძალადევი, როგორც თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, უნიკალური ატმოსფეროთი გამოირჩევა, სადაც ისტორიული შენობები თანამედროვე არქიტექტურას ერწყმის. უბნის მთავარი უპირატესობა მისი სტრატეგიული მდებარეობა და კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა. კომპანია აქ კომპლექსს ,,არქი კიკვიძის ბაღთან" აშენებს, რომელიც 15,000 კვ.მ გამწვანებულ სივრცეს მოიცავს.

ისანი, რომელიც თბილისის ცენტრიდან მცირე დაშორებით მდებარეობს, სულ უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს. უბანი გამოირჩევა მოხერხებული სატრანსპორტო კავშირებითა და სწრაფი განვითარების პოტენციალით. კომპანია ბინებს ისანში ორ მნიშვნელოვან წერტილში აშენებს - პანორამული ხედებით გამორჩეულ ,,არქი ისანი 2-ს" და მასშტაბური გამწვანებული ზონებით დაგეგმილ ,,არქი ისანი E-ს".

უპრეცედენტო პირობები ბინის შესაძენად

დეველოპერული კომპანია ,,არქი” მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს, რაც ბინის შეძენას მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კომპანიის უნიკალური შიდა განვადების სისტემა საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ბინა პირველადი შენატანისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე. განვადების ვადის გახანგრძლივება 12 წლამდე გადახდის სქემას ითვალისწინებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეადგინოს გრაფიკი საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობების მიხედვით.

თუმცა, კომპანიის უპირატესობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც მაცხოვრებლებზე ზრუნვას ბინის გადაცემის შემდეგაც აგრძელებს. უძრავი ქონების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია სამი უნიკალური სერვისი:

ArchiCard - სპეციალური ბარათი, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს წამყვან პარტნიორ მაღაზიებში განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლონ და სარემონტო თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეღავათიან ფასად შეიძინონ;

ArchiFix - პროფესიონალი ტექნიკოსების გუნდი, რომელიც 24/7 რეჟიმში ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოაგვარებს.

ArchiRent - საიჯარო ქონების მართვის უნიკალური სერვისი მათთვის, ვინც ბინას საინვესტიციო მიზნით იძენს. სერვისი მოიცავს საიმედო მოიჯარეების შერჩევას, დოკუმენტაციის მომზადებასა და მიმდინარე საკითხების მოგვარებას.

დროა შეარჩიოთ თქვენი ოცნების სახლი ,,არქისთან” ერთად

,,არქის” საცხოვრებელი კომპლექსები წარმოადგენს იდეალურ არჩევანს როგორც საკუთარი საცხოვრებლის, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის. კომპანიის 18-წლიანი გამოცდილება და 38,000-ზე მეტი კმაყოფილი მაცხოვრებელი ნათლად მეტყველებს მის საიმედოობაზე.

დღეს, როდესაც თბილისის უძრავი ქონების ბაზარი აქტიურად ვითარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება. პროექტები კი გამოირჩევა არა მხოლოდ პრემიუმ ლოკაციებით, არამედ უმაღლესი ხარისხის მშენებლობით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებითა და კომფორტზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურით.

გახდით არქელი და შეარჩიეთ საუკეთესო მშენებარე ბინები თბილისში უპრეცედენტო პირობებით  - 0% პირველადი შენატანი, 12-წლიანი უპროცენტო განვადება და მომსახურების უნიკალური პაკეტი, რომელიც თქვენს კომფორტზე წლების განმავლობაში იზრუნებს.

დაიწყეთ თქვენი ახალი ცხოვრების ეტაპი ,,არქისთან” ერთად -  დარეკეთ ნომერზე +995 322 602 602 და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა პრემიუმ ლოკაციაზე უპრეცედენტო პირობებით.