ახალარჩეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

 პარლამენტი

ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. ამ წუთებში პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე ხსნის. სხდომას პრეზიდენტის არ ესწრება

საკანონმდებლო ორგანოში სულ ხუთი პარტია მოხვდა - "ქართული ოცნება" შენობაში, სხვები კი შენობის გარეთ არიან და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

პროტესტის მიუხედავად, სახელისუფლებო პარტია საკუთარ დღის წესრიგს მიყვება- უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, "ქართული ოცნება" სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს. დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

"დღეს გახლავთ მეთერთმეტე მოწვევის, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. პრეზიდენტის ფიზიკურად არ ყოფნა ამ სხდომას ვერ შეუშლის ხელს და კონსტიტუცია 85-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრავს, როგორ ხდება სხდომის გახსნა და როგორ ხდება მომზადება ყველა იმ ეტაპის, კონსტიტუციური ნაბიჯების, რომელიც პირველ სხდომას სჭირდება და, რომელიც დაგვირგვინდება ჯერ უფლებამოსილების ცნობით, შემდეგ ფიცის დადებით, პარლამენტის სტრუქტურის სრულფასოვანი ჩამოყალიბებით, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევით, მისი პირველი მოადგილისა და ვიცე-სპიკერების არჩევით, კომიტეტების კვოტების განსაზღვრით, კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევით და ეს ყველაფერი გახდება საწინდარი შემდგომ პარლამენტის მუშაობის განგრძობისა," - განაცხადა ლადო კახაძემ.