„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
1769717347
მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და მისი წევრი ქვეყნების საელჩოებისგან გავიგოთ, აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით და ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მარტივი წესი არსებობს „გრანტების კანონით“, თუ გინდა უცხოურმა სახელმწიფომ, ორგანიზაციამ საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, ეს ქართველ ხალხს უნდა ჰკითხოს.
„რაზეც საუბრობდა ევროკომისარი, ქალბატონი კოსი, რომ ეძებენ გზებს როგორ მიაწოდონ თანხა მათ „ენჯეოებს“, ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ. ზოგი აქამდე ჰქონდათ ნაპოვნი, ზოგს ახალ სქემებს ალაგებენ. ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების, შიდა და გარე პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობის. გუშინაც ვისაუბრე, ერთ მისამართზე, ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ყალბი „ენჯეოები“ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ერთადერთი, მათი დანიშნულებაა იყვნენ ფულის გამტარნი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით.
ახლა მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და მისი წევრი ქვეყნების საელჩოებისგან გავიგოთ, აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით და ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული. მარტივი წესი არსებობს „გრანტების კანონით“, თუ გინდა უცხოურმა სახელმწიფომ, ორგანიზაციამ საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე ეს ყველაფერი. ამის გამოძახილი იყო ის კანონპროექტები, რომელიც დაინიცირებულია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
გადაცემაში „იმედი LIVE“ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ესტონეთში, ტალინში ერთ მისამართზეა რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი, „პუბლიკა“, ტაბულა და on.ge. მისი თქმით, სწორედ ამ გზებით ცდილობს ევროკავშირი საქართველოში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდოს მის მართულ „ენჯეოებს“.