ცნობილია, თბილისი-კახეთის ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა
1769764473
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია სამშაბათს შეიქმნება და სრულფასოვან მუშაობას ხუთშაბათიდან შეძლებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გაამხილა, რომ კომისია 3-თვიანი ვადით შეიქმნება.
„ვნახოთ, რა იქნება შედეგები. კარგი სიგნალი ის არის, რომ ვხედავთ - თავად მეწარმეების მხრიდან არის განწყობა, რომ მართლაც რაღაც არ არის სწორად ჩვენს სისტემაში და იმ ფასებში, რომლებსაც დახლებზე ვხედავთ. სად არის გამოწვევები და ხარვეზები ამ ჯაჭვში, ზუსტად ამას შევისწავლით და საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს. ამიტომაც არის კომისია და მოკვლევა ხდება საკითხის. რაზეც შევთანხმდებით საზოგადოებასთან ერთად, ზუსტად ისე მოვიქცევით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.