სინოპტიკოსები მოსახლეობას ხვალ მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1769767101
მეწარმეებს აქვთ განწყობა, რომ მათ სისტემასა და იმ ფასებში, რასაც დახლებზე ვხედავთ, რაღაც არ არის სწორად, ეს კარგი სიგნალია, ვნახოთ, რა შედეგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოხდება იმის შესწავლა, თუ სად არის გამოწვევები, ხარვეზები იმ ჯაჭვში, რომელიც დახლზე ფასად გადაიქცევა.
„შევისწავლით, სად არის გამოწვევები თუ ხარვეზები იმ ჯაჭვში, რომელიც, საბოლოო ჯამში, დახლზე ფასად გადაიქცევა. საზოგადოებასთან ერთად ვნახავთ, სად რა არის შესაძლებელი. წინასწარ მზა რეცეპტები არ გვაქვს. ამიტომაც არის კომისია და საკითხის მოკვლევა მოხდება. თუ რაიმე რეგულაცია იქნება მისაღები ან პრაქტიკა შესაცვლელი, ამაზე საზოგადოებასთან ერთად შევთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.