შალვა პაპუაშვილი - ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია

 შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია, დემოკრატიული წესწყობილების მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი იყო ხელისუფლებაში ყოფნისას და ასეთად რჩება ოპოზიციაში.

„ლევან ხაბეიშვილის და ზვიად კუპრავას საქმეები არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტური. „ნაციონალური მოძრაობა“ – როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია – დემოკრატიული წესწყობილების მტერია. ასეთი იყო ის ხელისუფლებაში ყოფნისას და ასეთად რჩება ის ოპოზიციაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. სუს-ის განცხადებით, კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.