ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის სრულ ალყას უახლოვდებიან - ისრაელ კაცი

ისრაელ კაცი

ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის სრულ ალყას უახლოვდებიან – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზიდან სამხრეთით, ნეცარიმის დერეფნის დასავლეთ ნაწილს სანაპირომდე იკავებს, რაც ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს.

„ეს გაამკაცრებს ქალაქის გარშემო ალყას და ყველა, ვინც მას სამხრეთიდან დატოვებს, იძულებული იქნება გაიაროს ისრაელის თავდაცვის ძალების საკონტროლო პუნქტები. ეს არის ბოლო შესაძლებლობა ღაზის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ამის გაკეთება სურთ, სამხრეთისკენ გადაადგილდნენ და „ჰამასის“ ტერორისტები ქალაქ ღაზაში იზოლირებულად დატოვონ. ქალაქ ღაზაში დარჩენილები ტერორისტები და ტერორის მხარდამჭერები იქნებიან. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა შესაძლებლობისთვის ემზადებიან და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ოპერაციის გაგრძელება ყველა მძევლის დაბრუნებამდე და „ჰამასის“ განიარაღებამდე“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.