კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა - დაკავებულია 74 წლის კაცი
1759334944
ზვიად კუპრავას დაკავებაზე შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ზვიად კუპრაძის ქმედებებს პერფორმანსს უწოდებს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაიჭირეს ის.
„რაღაც პერფორმანსი გააკეთა ადამიანმა, არაფერი შეხება არ აქვს აქციის ორგანიზებასთან. თუ ვინმე, სადმე დამხობას ახსენებს, ყველა ადამიანი თუ უნდა დაიჭირონ... დამხობა რომ შედგეს, როგორც ასე ვთქვათ დანაშაული, აუცილებელია ძალადობრივი მოწოდება დამხობისკენ. მთვრალი ვინმე რომ დაჯდეს, ჩაწეროს რაღაც და დაიჭირონ, დაახლოებით ეგეთია,“ - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ,“ - ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა. "ნაციონალური მოძრაობის" და თბილისის საკრებულოს მოქმედ წევრს, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. მიზეზი გუშინ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელიც კუპრავამ სოციალურ ქსელში თავად განათავსა და, სადაც ის მოქალაქეებს 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოუწოდა. სუსში აცხადებენ, რომ კუპრავამ დაკავების დროს მათ წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია.