„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ხვალ იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც იცით, ხვალ, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების 2000-ზე მეტ წევრს.
ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 73 მედია არის აკრედიტებული არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქების მიზნით - ჯამში, 2500-ზე მეტი დამკვირვებელი, მედია-წარმომადგენელი იქნება, ვისაც ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო მეტწილად მშვიდი იყო და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, თუმცა, ოპოზიციამ შარშანდლის მსგავსად, ამჯობინა, რომ სტუდიებიდან ეწარმოებინათ კამპანია და არა მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრებით.
"იცით, რომ 12 პარტია მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კანდიდატების რაოდენობაც არის დიდი, იცით, რომ მათ შორის, დედაქალაქში მერობის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წინასაარჩევნო გარემომ, პრინციპში, ჩვენს თვალწინ ჩაიარა და მეტწილად იყო მშვიდ ვითარებაში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია შესაბამისად, ჰქონოდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ვნახეთ, რომ ტრადიციულად, ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან.
„ქართულ ოცნებას“ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე, სოფელ-სოფელ, ყველა ქალაქში, ყველა უბანში, ყველა ოჯახში. ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები და ჩვენი საერთო დაკვირვება არის, მათ შორის, ადგილზე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია რეგიონებში პასიური იყო, თბილისში მეტ-ნაკლებად ვხედავდით აქტივობას, თუმცა, ისევე, როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა მოქალაქეებთან უშუალოდ მისვლა და შეხვედრა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.