„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
რუსთავი არის ქალაქი, რომელიც ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და ჩვენ არქეოლოგიური ექსპედიციაც კი გვაქვს დაწყებული იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის ისტორია კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს, თუმცა ამ უძველეს ქალაქს სჭირდება განახლება, განვითარება, წინსვლა და "ქართული ოცნების" რუსთავის გუნდი დღეს მზად არის, რომ ეს განვითარება გააგრძელოს და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს ქალაქისთვის, განსაკუთრებით თითოეული რუსთაველისთვის, - ამის შესახებ რუსთავის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ნინო ლაცაბიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, იმ ტემპის გაორმაგება, რომელიც არსებობს.
"რაც ვისაუბრე, რა თქმა უნდა, არ მაძლევს ერთი წამითაც იმის შესაძლებლობას, რომ ყველა გამოწვევა დაძლეულია, ან ყველა პრობლემა მოგვარებულია. დღეს ჩვენზე, ჩვენს გუნდზე კარგად არავინ იცის, რამდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი ჩვენს ქალაქში. ჩვენ არ გვაქვს არცერთი დაპირება და რომ ვხვდებოდით მოსახლეობას, ვსაუბრობდით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, როგორ ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებას. დღეს ნებისმიერი რუსთაველი, რომელიც უბრალოდ ქალაქში გაივლის, დაინახავს, რომ ეს განვითარება ქალაქის და ის ტემპი, რა ტემპიც არის, ხილულია. და თუ რუსთაველ ადამიანს უნდა, რომ მისმა შვილმა უკეთეს გარემოში ისწავლოს, იცხოვროს თავის ოჯახთან ერთად, ალბათ, დღეს ამ შესაძლებლობებს ვერავინ შექმნის "ქართული ოცნების" გარდა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენზე კარგად დღეს არავინ იცის, რამდენი რამ არის გასაკეთებელი ჩვენს ქალაქში.
თავს ვაძლევ უფლებას და ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" დღეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, იმ ტემპის კიდევ გაორმაგება, რომელიც გვაქვს და თუ რაიმე სახით ჩვენ ვერ შევძელით გარკვეული პროექტების განხორციელება, ეს იყო სწორედ იმის ბრალი, რომ რუსთავში, საკრებულოში უმრავლესობით იყვნენ ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილნი და მართლაც ძალიან რთული იყო, შეიძლება ასე არ ვანახებდით მოსახლეობას, მაგრამ ურთულესი იყო წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოს ერთობლივი მუშაობა. მათი მხრიდან იყო დესტრუქცია, მათი მხრიდან იყო მხოლოდ ხელშეშლა და სწორედ ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ვთქვა, რომ რუსთაველები ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ, მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ ორივე ხელით საქმე ვაკეთოთ და არა ისე, როგორც 4 წლის განმავლობაში - ერთი ხელით საქმეს ვაკეთებდით და მეორე ხელით ოპოზიციურ საკრებულოს ვუმკლავდებოდით.
გვაქვს გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, გვაქვს მონდომება, გვაქვს კომპეტენცია და მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების და აუცილებელია, რუსთავს როგორც მერად, ასევე მერის მთავარი დასაყრდენი რუსთავის საკრებულო მაჟორიტარების სახით და სიით შემადგენლობით იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი იმისთვის, რომ ტემპი იყოს მაღალი და იმისთვის, რომ განვითარება გაგრძელდეს ჩვენი ქალაქისთვის. ქალაქი, რომელიც თითქოს ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და ჩვენ არქეოლოგიური ექსპედიციაც კი გვაქვს დაწყებული იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის ისტორია კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს, თუმცა ამ უძველეს ქალაქს სჭირდება განახლება, განვითარება, წინსვლა და "ქართული ოცნების" რუსთავის გუნდი დღეს მზად არის, რომ ეს განვითარება გააგრძელოს და კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს ქალაქისთვის, განსაკუთრებით თითოეული რუსთაველისთვის", - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.