შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩის შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა მატეო მეკაჩის მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საუბარი, ასევე, შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. შალვა პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორს კანონის მიზანი და შინაარსი გააცნო. მან, აგრეთვე, კანონთან დაკავშირებული შემდგომი დიალოგისთვის ღიაობა დააფიქსირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.