„შედეგი ნელა, მაგრამ მყარად მოვა...“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ფინანსური წინსვლის პერიოდი იწყება
1769854249
ეს არის ქალბატონი კაია კალასის ქვეყნის დედაქალაქი ტალინი. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს დარეგისტრირდა აქ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ასე რომ ამაზე გაგვცეს პასუხი ქალბატონმა კაია კალასმა, - განაცხადა „იმედი LIVE“ -ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც გადაცემაში შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის ე.წ. გრანტების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომ ელის, რომ ევროკავშირში გადადგამენ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს.
„ეს არის ქალბატონი კაია კალასის ქვეყნის დედაქალაქი ტალინი. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს დარეგისტრირდა აქ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ასე რომ ამაზე გაგვცეს პასუხი ქალბატონმა კაია კალასმა, ეს თაღლითური სქემები რანაირად აეწყო ესტონეთში, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ და დიდი ალბათობით, ხდება ფულის გათეთრება და უკანონო ფულის ხარჯვა პოლიტიკაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი, „პუბლიკა“, ტაბულა და on.ge. მისი თქმით, სწორედ ამ გზებით ცდილობს ევროკავშირი საქართველოში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდოს მის მართულ „ენჯეოებს“.