"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
ჩვენი სახელმწიფოს აღიარება ზოგიერთ უცხოელს ჰგონია ხაჭაპურის აღიარება, რომ ჩამოვა და იტყვის, რომ ხაჭაპური გაქვთ კარგი, ცეკვა და სიმღერა, როგორც გვეუბნებოდნენ საბჭოთა კავშირის დროს და სახელმწიფოს არ გვიღიარებდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა.
„ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, კონსტიტუციურ ორგანოებს, კანონს, ის არ აღიარებს სახელმწიფოს. პირველი მოსმენით ეს დებულება უკვე მიღებულია, რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგისა და ორგანოების არაღიარებას და ასეთ ქმედებებს. მეორე მოსმენისთვის იქნება კონკრეტული ფორმულირება, თუ რა კონკრეტული ქმედება არის დასჯადი და რა სანქციები იქნება ამისთვის გათვალისწინებული. აქ არის არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე. აქ საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე. ჩვენი სახელმწიფოს აღიარება ზოგიერთ უცხოელს ჰგონია ხაჭაპურის აღიარება, რომ ჩამოვა და იტყვის, რომ ხაჭაპური გაქვთ კარგი, ცეკვა და სიმღერა, როგორც გვეუბნებოდნენ საბჭოთა კავშირის დროს და სახელმწიფოს არ გვიღიარებდნენ. ასე არის ზოგი უცხოელი - რომ კარგი ხაჭაპური გაქვთ, კარგი ღვინო, კარგი ცეკვა, მორჩა, რაც შეეხება თქვენს სახელმწიფოს, ჩვენ რასაც გეტყვით, ის უნდა აკეთოთ, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სალომე ზურაბიშვილი დააპატიმრონ იმის გამო, რომ ის არ აღიარებს „ქართული ოცნების“ პარლამენტს და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეხება არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ არსებულ გამოწვევებს.
„გამოწვევა არის უცხოური ჩარევა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტით ხდება და ერთ-ერთი. გახსოვთ, რომ ყველაფერი აგორდა გარედან დაკვეთით. მათ უნდა წავართვათ იარაღი. ეს იარაღი არის ის, რომ გამოიყენონ ადგილობრივი ჯგუფები იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ სახელმწიფოებრიობას, ქართულ დემოკრატიას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.