"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
რაოდენობა დანაშაულებისა, რომლებიც იყო მხილებული და ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაკავებული, აჩვენებს რომ სწორ აქცენტს აკეთებს შსს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად.
„ფაქტია, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში და ის მიმართულებები, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა ზოგადად, სამართალდამცავ უწყებებს, ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე უფრო მეტი და მოცულობითი შრომა უწევს, აჩვენებს, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა. როგორც აქცენტების მხრივ, თუ რომელ დანაშაულებზე აქვთ მათ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული. კერძოდ, ნარკოდანაშაულები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ბანდიტიზმი. ასევე, არასრულწლოვანების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები. სწორი აქცენტებია, რომლებსაც მოაქვს შედეგები შემდეგ საზოგადოებაში დანაშაულის მონაცემების შემცირების სახით. ამიტომ, ამ მხრივ ერთი დასკვნა ჩვენი საერთო არის ის, რომ მიმართულებები არის სწორი. მათ შორის, გამოვლენაც აჩვენებს, რომ იქ იყო პრობლემები. რაოდენობა დანაშაულებისა, რომელიც იყო მხილებული და ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაკავებული, აჩვენებს, რომ სწორ აქცენტს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, რაც მთავარია, შსს ეფექტიანად მუშაობს იმიტომ, რომ ხდება გამოვლენა ყველა ამ სახის დანაშაულის.