საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში, სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სურთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი ვალდებულია პატივი სცეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და შეწყვიტოს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„როდესაც ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.