დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ბოტსვანას, ნამიბიის და ესვატინის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო. ხაზი გაესვა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, აგრეთვე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია რუსული ოკუპაციისა და მისი ნეგატიური შედეგების შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრებზე აგრეთვე მიმოიხილეს რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები და მათი სოციალურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები.
მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების საჭიროებაზე.
აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციიურ მიმართულებები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის სფეროში.
შეხვედრები რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.