ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
მგონი, ბოლო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს ძალიან გვანებივრებს განგება. ჩვენ რასაც ვიტყვით ხოლმე, გავა რამდენიმე დღე, კვირა, თვე და ამ ყველაფერს ადასტურებენ ისინი, რომლებიც მანამდე სხვა რამეს ამბობდნენ ან თავად არიან ამის ჩამდენები, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას?“
„ძალიან საინტერესო განცხადებაა. რა თქმა უნდა, ჩარევაა, მაგრამ ვის ეუბნება საფრანგეთი ამ ყველაფერს?თავად ჰქონდა მცდელობა საქართველოზე მსგავსი გავლენებისა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. ასე რომ, ჭეშმარიტებაა, ვეთანხმებით, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან? დადასტურდა, რასაც ვსაუბრობდით. თურმე ესტონეთი ცდილობს, ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს, რადგან ჩვენი მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა ჰყავს არასასურველ პირებად გამოცხადებული. საფრანგეთის მოსამართლემ დაადასტურა, რომ ლატვია, ლიტვა, გერმანია ცდილობენ, ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში, ის ქვეყნები, რომლებმაც არასასურველ პირებად გამოაცახდეს სასამართლოს ზგიერთოი წარმომადგენელი. საფრანგეთის მოსამართლემ დაადასტურა, შეგვიძლია, ლამის სასამართლო მოსაზრებად მივიღოთ, რომ ისინი ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. როცა ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ეს ყველაფერი გააკეთეს ბალტიის ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ბრიუსელმა. მათი ხელით დაინგრა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი. ისინი არიან, ვინც ჩამოშალა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი. ცდილობენ, დიდი ბიჭი ითამაშონ პატარა ქვეყნებმა და აქეთ-იქით ისვრიან სანქციებს, არასასურველ პირად გამოცხადებას. ამით მოშალეს, მოარღვიეს საერთაშორისო სამართალი. საბოლოო ჯამში, მათ კარზე მიაკაკუნებს საერთაშორისო სამართლის სისტემის მორღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.