ცნობილია, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
1767988494
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს კიევზე მასშტაბური ავიაიეირში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 19 კი დაშავდა.
თავდასხმამ საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხებულია.
დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმი იყო, რომელიც გარეუბნის ბინაში მივიდა და ზედიზედ ორი დრონი დაეჯახა.
მისი თქმით, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორ საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დედაქალაქში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში იყო.