„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ვარაუდობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგება.
ამის შესახებ მან "რუსკაია გაზეტასთან" საუბარში განაცხადა.
“ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოში შორის, ელჩების გაცვლა”, - ამბობს გავრილოვი. მისი შეფასებით, ეს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
“ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა" -ამბობს სერგეი გავრილოვი.