სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს - გიორგი ჩაკვეტაძე საგამოძიებო კომისიაზე

გიორგი ჩაკვეტაძე

სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს, - განაცხადა „ქართული ოცნების" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.

„სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ყველა იმ საქმეს და ბოროტებას, რომელიც ჩაიდინა „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ თავისი სახელი დაერქვას. ასე რომ, მზად ვართ იმისთვის, რომ უკვე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე ეს საკითხი აქტიურად განვიხილოთ“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ.