1734778532
სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეკემბერში ვადა ისედაც ეწურება - თეონა აქუბარდია
სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს ვადა ისედაც ეწურება, ეს აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისას ერთხელ უკვე დამარცხდა და საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ თავად გავიდა, როდესაც კონსტიტუციის არა მხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია „რუსული კანონით“, რაც ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა, არამედ, მაშინაც, როცა უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი.
ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“,- განაცხადა აქუბარდიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.