1737312489
სასაცილო არა არის ზურაბ ადეიშვილის საუბარი ადამიანის უფლებებზე, ეს არის დიდი ტრაგედია - ვოლსკი
სასაცილო არა არის ზურაბ ადეიშვილის საუბარი ადამიანის უფლებებზე, ეს არის დიდი ტრაგედია, რაც სამწუხაროდ, ახასიათებს ჩვენ დღევანდელობას. - ამის შესახებ საქართველოს პარლემენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს ადამიანის უფლებები უხეშად ირღვეოდა.
„არ ყოფილა ისეთი პერიოდი საქართველოში 30-იანი წლების შემდეგ, როდესაც ადამიანის უფლებები ისე სასტიკად ირღვეოდა, როგორც ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის პერიოდში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
ავარია ჩოხატაურში - დაღუპულია ექიმი
1737311931