ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 500 წლის წინ, ინკვიზიციის პერიოდში ლომჯარიას ღალატის გულისთვის კოცონზე დაწვავდნენ.
,,500 წლის წინ რომ ყოფილიყავით ინკვიზიციის პერიოდში კოცონზე დაგწვავდნენ. თქვენ ახლა დაგაბრალეს კონკორდატის ღალატი. რა კონკორდატი, სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას. ეკლესიას ვინ ერჩის ყველამ კარგად იცის. ეკლესიას ერჩის ,,ქართული ოცნება’’ და სუსი", - განაცხადა გოცირიძემ.