ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს.
მმართველი გუნდის 88 დეპუტატის სარჩელს 4 კანონმდებელი - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სარჩელი არგუმენტებით და მტკიცებულებებით არის გაჯერებული.
"სარჩელი გაჯერებულია არგუმენტებით, მტკიცებულებებით. ყველა ის შესაბამისი სოლიდური მტკიცებულებაა წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მოპასუხე მხარე კი "ნაციონალური მოძრაობა" და კიდევ 4 პარტიაა, რომელსაც ხელისუფლება სააკაშვილის პარტიის სატელიტებს უწოდებს.
აღმოჩნდება თუ არა კანონს მიღმა ერთდროულად 5 პოლიტიკური სუბიექტი? სხდომები სამი დღე გაგრძელდება და მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება