გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ნორმები არც ერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა, საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიაზროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო.
„სანონსტიტუციო სასამართლო არის სასამართლო და ის იქცევა იმ წესების მიხედვით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ სისტემას აქვს. ეს არის კონსტიტუცია, ის წესები და კანონები, რომლებიც მის საქმიანობას არეგულირებს. სასამართლო ადეკვატურია და არ იღებს ისეთ სარჩელს, რომელიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება მიღებას. ეს ნიშნავს, რომ ამ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და ფაქტები არ წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საინტერესო თემას, ესე იგი, არანაირი კონსტიტუციური ნორმები არც ერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა. ეს სწორედ ამას ნიშნავს, რაც საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.