პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან განხილვისას ხაზი გავუსვით, რომ ლატვია მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, – ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს ლატვიის სეიმის დეპუტატი აინარს ლატკოვსკისი.
„დეპუტატების ჯგუფი, ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარებისთვის შეხვდა დღეს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს და საქართველო-ლატვიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას.
ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირისკენ გზაზე და ხაზი გავუსვით, რომ ლატვია მხარს უჭერს ორივე ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას“, – წერს ლატვიის სეიმის დეპუტატი აინარს ლატკოვსკისი.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე აინარს ლატკოვსკისის, თავმჯდომარის მოადგილეს ულდის ბუდრიკსა და მეგობრობის ჯგუფის წევრ რაიმონდს ბერგმანისს შეხვდნენ.
Manis vadītā deputātu grupa sadarbības veicināšanai ar Gruzijas parlamentu šodien tikās ar tā pārstāvjiem un Gruzijas-Latvijas sadraudzības grupas priekšsēdētāju Beku Odisharia. Apspriedām Gruzijas virzību uz NATO un ES, uzsverot, ka 🇱🇻 atbalsta 🇬🇪 uzņemšanu abās organizācijās. pic.twitter.com/87PKwMHCUa
— Ainars Latkovskis (@a_latkovskis) July 12, 2022