პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ შეხედავთსაერთაშორისო მონაცემებს, ნახავთ, რომ საქართველოში კორუფცია საკმაოდ დაბალია, ეს არის ადგილი, სადაც მარტივად დაიწყებ ბიზნესს, მათ აქვთ საინვესტიციოდ კარგი შესაძლებლობები და ისინი დასავლეთისკენ არიან მიმართულნი,- ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ყოველკვირეულ პოდკასტზე “Geostrategy 360°” ისაუბრა.
მისი თქმით, აშკარად გაზრდილია ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყანა აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.
,,გააფორმეს ასოცირების ხელშეკრულება, იღებენ ევროკავშირის რეგულაციებს, რომელიც ქვეყანას წევრობისკენ უბიძგებს და მათ აქვთ ევროპის ვიზა, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ ევროპაში 3 თვის გატარება. ჩვენ, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა გავზარდეთ. საქართველო გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა გაერთიანებულ სამეფოსთან, ბრექსიტის პერიოდში. ვფიქრობ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა არის ისეთი კარგი, როგორც არასდროს. არ არსებობს რაიმე რეალისტური ნიშანი, რომ საქართველო გადაუხვევს დასავლურ კურსს, თუ ნახავთ გამოკითხვებს, ნახავთ რომ ევროკავშირის წევრობაზე სურვილი საკმაოდ მაღალია დაახლოებით 80-90%”,- ამბობს ჯანოღლი.
იგი საუბრობს საქართველოში პოლიტიკური პარტიების, დებატების, დისკუსიის სიმრავლეზე და აღნიშნავს, რომ ასეთ რამეს უფრო ელოდები მთავარ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ვიდრე საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებში.
,,თუ გაინტერესებს საქართველოს დემოკრატიის საკითხი, მაშინ წადით და დააკვირდით მათ პოლიტიკას, მათ აქვთ ბევრი პოლიტიკური პარტია, ბევრი დისკურსი, მეტი დებატები, ასეთ რამეს უფრო მთავარ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ელოდები, ვიდრე ასეთ პატარებში. ისინი მიდრეკილი არიან პოლიტიკური დებატების მიმართ. ერთ-ერთი საკითხი, რაც საქართველოს უახლესი მოვლენების შესწავლისას აღმოვაჩინე, არის, რომ როდესაც უკრაინის საკითხზე საუბრობენ მათი პოზიციები საკმაოდ პოლარიზებულია,"- აცხადებს საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.