გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"მაშინ, როცა რუსეთს უფლება მივეცით საქართველოში, უკრაინაში, დონბასში შესვლის, დაწინაურების და არაფერი გავაკეთეთ იფიქრეს, რომ კიდევ შეეძლოთ ამის ჩადენა. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინელები უფრო ადრე უნდა აღგვეჭურვა. სხვათა შორის, ჩვენ, ბრიტანეთს ჯერ კიდევ არ აღგვიჭურვია შეიარაღებით საქართველო. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოებაში მხარდაჭერა და ასეა ამერიკის შემთხვევაშიც, მათ ეს მისცეს უკრაინას. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთი ჯერჯერობით ვერ ახერხებს კიბერ - ომში მნიშვნელოვანი შეტევების განხორციელებას",- ამის შესახებ საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ყოველკვირეულ პოდკასტზე “Geostrategy 360°” ისაუბრა.
ჯონათან ჯანოღლიმ ყურადღება 2008 წლის ომზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ამერიკა დაეხმარებოდათ, თუმცა ამერიკამ ეს არ გააკეთა.
,, საინტერესოა 2008 წლის ომის გახსენება, რადგან როცა ხალხი პუტინის, რუსეთის შეურიგებლობაზე საუბრობს, მათ ხშირად აკავშირებენ 2014 წელთან - ყირიმთან, დონბასთან. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის თანმდევი, სერიოზული მოვლენები, მათ შორის, ბევრი მსგავსებით, როგორც რუსეთის ხედვის თვალსაზრისით, ასევე უფრო ფართო კუთხით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამას კონტექსტში შევხედოთ. თუ ასე მოვიქცევით, მიხვდებით, რომ საქართველო ძალიან მოწყვლადია. საქართველოს 20% ამ დროისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ასობით ათასი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულია და მათ რუსეთი ამცირებს, იქნება ეს სანქციები ღვინოზე თუ წყალზე, მავთულხლართების გადმოტანა საზღვარზე. თუ ჩახვალთ აფხაზეთში, იქ არაფერია გარდა რუსეთის სამხედრო ბანაკებისა, სიტუაცია უიმედოა. საბჭოთა დროს, რაც შავი ზღვის მშვენება იყო, ახლა გაუდაბურებული და ცარიელია, ხალხი კი მსოფლიოს მოწყვეტილი. ეს ნამდვილად სამწუხაროა და რა თქმა უნდა, ქართველები ამას ხედავენ. ეს იგივეა, რაც რუსებს სურთ, მოხდეს მოსაზღვრე ქვეყნებში, რომლებსაც დააბულინგებენ და შეინარჩუნებენ, როგორც ბუფერს. 1970-იანების ხედვას თუ გავითვალისწინებთ, ვიტყვით, რომ რუსეთი იმსახურებს ბუფერის ყოლას, რადგან ეს დიდი ძალაა. რეალობა კი არის ის, რომ რუსეთი დათანხმდა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას. ისინი დათანხმდნენ საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობის ხელშეკრულებას, შედეგად, მათ პატივი უნდა სცენ ამ ქვეყნების სუვერენიტეტს. საქართველოს შედეგები საფრთხილოა - თუ შევხედავთ რა ხდება, ისინი დაკვირვებულად უსმენენ მათ, ვინც ამბობს, რომ ომი უნდა დაიწყონ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში რუსების გასაყრელად, ეს არ არის რეალისტური. ეს უელსის ზომის ქვეყანაა, 3,5 მილიონინი მოსახლეობით. ის, რომ ისინი რუსეთის არმიასთან დაპირისპირებას აპირებენ, არარეალურია, ეს რეალისტურ პერსპექტივაში უნდა მოვაქციოთ”,- აცხადებს ჯანოღლი.