საქართველოში ან კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას შესაძლოა, რეგიონსა და ევროპაში რაღაც არასწორი მოჰყვეს - ევროპარლამენტარი დანილო დელა ველე

დანიელო ველე

ევროპარლამენტარმა დანილო დელა ველემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ან კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას შესაძლოა, რეგიონსა და ევროპაში რაღაც არასწორი მოჰყვეს.

აღნიშნულ საკითხზე „იმედის კვირამ“ ევროპარლამენტარს ამგვარი კითხვით მიმართა:

„საქართველოს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას კავკასიის და, შესაბამისად, ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის, რამდენადაც ჩვენ კანდიდატი სახელმწიფო ვართ? რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულმა პარტნიორმა ამ მნიშვნელოვან რეგიონში?“

დანილო დელა ველემ კი პასუხად განაცხადა, რომ უფრო მნიშვნელოვანია თავად საქართველოს სტაბილურობა:

„რადგან საქართველოში ან კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას შესაძლოა რეგიონსა და ევროპაში რაღაც არასწორი მოჰყვეს. მაგალითად, ესკალაცია ამ რეგიონში. მოგეხსენებათ, კავკასია გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი და სენსიტიური რეგიონია, რადგან იგი ბევრ სახელმწიფოს აერთიანებს და წარსულში ამ რეგიონში მრავალი პრობლემა იყო, მათ შორის რუსეთის გამო. ვფიქრობთ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ სივრცის სტაბილურობა.“