„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1736439741
ქართველი ხალხისთვის რა თქმა უნდა ღირებულია ყველა ის ღირებულება, რომელიც პრიორიტეტად გამოაცხადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
„დღეს საქართველოში აფასებენ ხელისუფლების ნაშრომს და იმას, რასაც ამ დრომდე მივაღწიეთ. დღეს ქართველმა ერმა გამოიჩინა დიდი სიბრძნე უპირატესობა მიანიჭა მშვიდობას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.